Saturday, July 20, 2013

სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება.
,,საქართველოს ბიომრავალფეროვნება.’’
2.პროექტის მთავარი იდეა.
რატომ დაინტერესდა მთელი მსოფლიო ბიომრავალფეროვნებით?რა საიდუმლო იმალება ამ ტერმინის მიღმა?
3.პროექტის აქტუალობა.
დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე დგას ბიომრავალფეროვნების გადარჩენის საკითხი და მის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს თითოეულმა ადამიანმა.
4.პროექტის მიზნები.
მოსწავლეები ეცნობიან თუ რამ გამოიწვია ბიომრავალფეროვნების კლება.მოსწავლეებმა უნდა შეიმუშაონ  გეგმა თუ როგორ გადავარჩინოთ საქართველოს ფაუნა და ფლორა.
5.მოსწავლეთა ასაკი.
13-14 წელი.
6.ვადები/    ხანგრძლივობა.
15   დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები , რაც  შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლლები უკეთ გაეცნობიან ბუნებას და რა მნიშვნელობა აქვს მას დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის. რადგან ბიომრავალფეროვნება განიცდის კლებას ისინი აქტიურად ჩაებმებიან მისი გადარჩენის გეგმის შემუშავებაში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები.
ვიდეო მასალები, ფოტოაპარატი, ფოტოები, ფანქარი და ბლოკნოტი, საველე ფეხსაცმელი ტანსაცმელი, ისტორიისა გეოგრაფიის მასწავლებლები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები).
მოსწავლეები დაიყოფიან ოთხ ჯგუფად. პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების შესახებ.მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში არსებული ენდემური და რელიქტური სახეობების შესახებ. მესამე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში არსებული და გადაშენებული სახეობების შესახებ.მეოთხე ბიომრავალფეროვნების კლების გამომწვევ მიზეზებს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასან კავშირი: ბიოლოგია, გეოგრაფია
11, პროექტის ხელმძღვანელი: ზაურ აბულაძე
12. ელ-ფოსტა: zauriabuladze1@gmail.com